დისკუსია სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დისკუსია გაიმართა ფინანსთა მინისტრს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შორის. მხარეებმა განიხილეს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, დაკავშირებადობის ხელშეწყობა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერება.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ პროექტები, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.