საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლავ შოლცი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საუბრის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა ორი დღის წინ მაკრონმა ვერსალში გამართულ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავდა და უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა უნდა მოეთხოვა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაკრონი პუტინს ტელეფონით ცხრაჯერ ესაუბრა. მისი პრესცენტრის ინფორმაციით, ის რუსეთის პრეზიდენტს ყოველ ჯერზე მოუწოდებს დეესკალაციისკენ.