სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ბორის ჯონსონმა  და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის რეგიონსა და უკრაინის აღმოსავლეთით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ბორის ჯონსონმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის გმირი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერასა ბარბაროსული თავდასხმისგან თავიანთი სამშობლოს დაცვის ძალისხმევაში, მათ შორის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებით. ამასთან, ბორის ჯონსონმა ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მუშაობისა და მოქმედების გაგრძელების მნიშვნელობაზე, რათა უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს და პუტინი დამარცხდეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნები ვალდებულები არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას, როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა აღარასდროს არ დაესხან თავს ისევ.