კიდევ ერთი რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა დასრულებულია. დედაქალაქის ყოფილ მერს დღეს მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, თუმცა, გიგი უგულავა ციხეში სასჯელს არ მოიხდის.
დავის საგანი თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 48 მილიონი ლარი იყო, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, დედაქალაქის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა და მერიის რამდენიმე მაღალჩინოსანმა გაფლანგეს.
დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, თანხა ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების ხელფასებზე დაიხარჯა.
საქმეში ბრალდებული ექვსი მაღალი თანამდებობის პირიდან მოსამართლემ მხოლოდ ერთი გაამართლა.