სამოქალაქო აქტივისტ გიორგი ახობაძეს საქალაქო სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

12:19, 25.07.2026

სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ გიორგი ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, შსს-ს მოთხოვნის საფუძველზე, 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გუშინ გამოაცხადა. გიორგი ახობაძე სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მის მიმართ სასამართლო პროცესზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს სამართალდარღვევები გაერთიანდა, მათ შორის ირაკლი კობახიძეზე, ლევან მახაშვილსა და გრიგოლ კაჭკაჭიშვილზე დაწერილი პოსტები.

მსგავსი