მმართველი გუნდი სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე განხილვებს დაჩქარებული წესით იწყებს. ცვლილებების ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება. პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია პროცესის ნაცვლად, კენჭისყრის წესი სრულად ღია იქნება.
ასევე, პარლამენტისთვის გადასაცემ სიაში მოსახვედრად, კანდიდატმა საჭირო ქულები უნდა დააგროვოს. ოპოზიცია სასამართლო სისტემაში განსახორციელებელ რეფორმებს ფასადურს უწოდებს.