დღეს პარლამენტის ბიუროს სასამართლო რეფორმაზე მომზადებული კანონპროექტი წარედგინება. კანონპროექტის მიხედვით, ორგანულ კანონში ექვსი ცვლილება შედის. დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი. ასევე დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება. კანონპროექტის პირველი მოსმენის შემდეგ, ხელისუფლება გეგმავს პროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას და ეუთო-ოდირს მიაწოდოს. ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან სასამართლო რეფორმას მესამე პუნქტი ეთმობა.