სასამართლო პროცესი ბათუმში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ უკვე გაათავისუფლა ოთხი პირი, მათ შორის პატიმრობაში მყოფი რეზო წულუკიძის მამა. ოთხიდან ორის პროცესი გადაიდო, ორს კი ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პროცესი გრძელდება, სულ გუშინ აქციაზე 30 პირი დააკავეს, აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათგან ცხრა გუშინვე ხელწერილით გაათავისუფლეს.