საქალაქო სასამართლო გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობას იწყებს. 23 წლის ახალგაზრდის გატაცებისთვის ათკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფია დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა ცოლ-ქმარმა შეიმუშავა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ. მამაკაცი ამავე ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია. დაკავებულია მათი შვილიც, რომელიც ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მშობლების გეგმის შესახებ არაფერი იცოდა.
გენო ოსიყმაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს, ის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება – რას ითხოვს ბრალდება და რა პოზიცია აქვთ დაკავებულების ადვოკატებს?