„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ჩხრეკა/ამოღების ახალ წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს და უგულებელყოფს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტებს.
აღნიშნულის საპასუხოდ, მმართველი გუნდი მოუწოდებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლებს, მიიღონ მონაწილეობა საკომიტეტო განხილვებში.