საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. მათი თქმით, სარჩელი ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და მათი საქმიანობის გამოძიების მოთხოვნას ეხება.
ვატო შაქარაშვილის განცხადებით, საუბარია 2012 წლის შემდეგ ოპოზიციის მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულზე. მისივე განმარტებით, სარჩელის მიღების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების მიმართ გამოძიება მინიმუმ შვიდი მუხლით უნდა დაიწყოს.