უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ავიაიერიშები განახლდა.
დილიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პერიოდულად საჰაერო განგაშის სიგნალი ირთვება. ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასირებული საჰაერო შეტევის შედეგად დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც, არის მსხვერპლი. მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებენ. რუსეთიდან გაშვებული რაკეტების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია. კიევს და ქვეყნის სხვა ქალაქებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.