სარაკეტო იერიშები უკრაინის ქალაქებზე

ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები უკრაინაზე.

დილიდან კიევი და კიდევ რამდენიმე ქალაქი სარაკეტო იერიშების სამიზნეა. რუსეთმა რაკეტები გაუშვა უკრაინის დედაქალაქის, ასევე ოდესის, ლვოვის, დნიპროს და ხარკოვის რეგიონის მიმართულებით. დაღუპულია 30-მდე ადამიანი, არიან დაშავებულები. დაიბომბა ინფრასტრუქტურული და სამხედრო ობიექტები, ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს და საავადმყოფოსაც დაეცა. რამდენიმე მოქალაქეს ნანგრევების ქვეშ ჯერ ისევ ეძებენ. საგანგებო ზომებია მიღებული და საჰაერო თავდაცვითი სისტემები სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი პოლონეთში, სადაც დღეს უკრაინის ტერიტორიიდან რუსული რაკეტა მოხვდა. დაწყებულია გამოძიება. ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა არ არის. შექმნილ უმძიმეს სიტუაციაში უკრაინის ხელისუფლება დასავლეთს ფინანსური და სამხედრო დახმარების სასწრაფოდ მიწოდებას სთხოვს.