„საქართველოს ვარსკვლავის“ პირველი ლაივშოუ
„საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის პირველი ლაივშოუ – ათი ფინალისტი და ერთი საგზური ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე. მეგაშოუ საქართველოს პირველი არხის ეთერში ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება.
კასტინგების შედეგად შერჩეულ ათ ფინალისტს, ჟიურის წევრები: თინათინ ბერძენიშვილი, დავით ევგენიძე, ნათია თოდუა და დავით ალადაშვილი შეაფასებენ, თუმცა, ვინ გაემგზავრება მაისში როტერდამში, ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის სტატუსით, ამას მაყურებელი გადაწყვეტს.
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მარიკა შალიკაშვილი ჩაგვერთვება.