„საქართველოს სინფონიეტას“ სამხრეთ ამერიკული ტურნე
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ სამხრეთ ამერიკულ საკონცერტო ტურნეში იმყოფება. ბრაზილიაში ორკესტრი ორ კონცერტს გამართავს. საკონცერტო პროგრამას ბრაზილიელი მაესტრო, რაფაელ ბაროს კასტრო უდირიჟორებს. კონცერტებზე შესრულდება როგორც ქართული, ისე ბრაზილიური მუსიკალური ნაწარმოებები.
ბრაზილიის შემდეგ, „საქართველოს სინფონიეტა“ საგასტროლო ტურნეს არგენტინაში გააგრძელებს. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.