საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეექვსედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში საქართველო დანიას დაუპირისპირდა და 62:60-ით დაამარცხა. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მატჩის საფინალო სირენამდე ექვსი წამით ადრე კი დუდა სანაძემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო. ჩვენი ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა თორნიკე შენგელიას ჰქონდა. მის ანგარიშზე ასევე იყო 13 მოხსნა, ოთხი შედეგიანი გადაცემა და ორი დაფარება.

16 ქულაა დუდა სანაძის ანგარიშზე, ექვსი ქულით დაასრულა მატჩი რატი ანდრონიკაშვილმა, ოთხით – შერმადინმა და ფევაძემ, ხუთით – ოჩხიკიძემ, ექვსით ბურჯანაძემ, ხოლო ორით ჯინჭარაძემ. 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება.