„თბილისი არენაზე“ გამართულ მატჩს დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამასთან, საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, სამწვრთნელო შტაბი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა პრეზიდენტს ღირსების ორდენზე წარუდგინეს.