საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროლიგის ვერცხლის ლიგის გათამაშება მარცხით დაიწყო
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროლიგის ვერცხლის ლიგის გათამაშება მარცხით დაიწყო. პაატა ულუმბელაშვილის გუნდმა, ალბანეთის ეროვნულ ნაკრებთან 3-0 წააგო. ვაჟა კაჭარავას სახელობის დარბაზში გამართული მატჩი, სტუმართა უპირატესობით წარიმართა. მასპინძელთა რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ ტრავმებით იასპარეზა. საქართველოსა და ალბანეთის გარდა, ჩვენს ქვეჯგუფში ისრაელი და ავსტრია თამაშობენ.