უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას მკაცრად გმობს სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“ მიმართვას ავრცელებს, სადაც ნათქვამია: „მკაცრად ვგმობ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ თავდასხმას. ეს არის დაუშვებელი ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.