საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

ჭადრაკში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირი ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება და წინ უძღვის მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ბათუმში ჩატარდება.

ტურნირში 21 ბიზენსორგანიზაციის 22 გუნდი და 103 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეულ გუნდში ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოჭადრაკეა. ტურნირის საპრიზო ფონდი 6 000 ლარია. გამარჯვებული ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც პარიზში გაიმართება.