საქართველო-უკრაინის საფეხბურთო დაპირისპირებამდე ერთი დღე რჩება. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საგურამოში დასკვნითი ვარჯიში გამართა და ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა.
დღეს ჯვაროსნები ბათუმში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინასთან მატჩამდე „ბათუმი არენაზე“ ივარჯიშებენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია. საქართველო-უკრაინის დაპირისპირება ხვალ „ბათუმი არენაზე“ გაიმართება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 21:00 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ.