საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მორიგი დაპირისპირებისთვის ემზადება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მორიგი დაპირისპირებისთვის ემზადება.
10 მარტს მილტონ ჰეიგის გუნდი კრასნოდარში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნებმა რუსეთში გამგზავრებამდე დღეს შევარდენის სარაგბო ბაზაზე ვარჯიში გამართეს.
ეროვნული გუნდი კრასნოდარში დღეს ჩარტერული რეისით გაემგზავრება. 10 მარტს კი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.