უკრაინაში საგანაგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას საქართველოს დიპლომატიური მისია. საელჩოს თანამშრომლები მუშაობენ კიევში, ოდესასა და ლვოვში. ლვოვიდან ხორციელდება უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი. საქართველოსკენ დღეს კიდევ 50 მოქალაქე გამოემგზავრა. მათი ნაწილი ყველაზე რთულ ვითარებაში მყოფი ქალაქიდან, მარიუპოლიდან არის. „მოამბის“ გადამღებ ჯგუფთან, რატი ხვისტანთან და დავით ცირეკიძესთან მათ იმ მძიმე ვითარებაზე ილაპარაკეს, რომელშიც მარიუპოლში ყოფნა უწევდათ.