„ქართული სული“ – ასე ეწოდება პროგრამას, რომელიც ანსამბლმა „ერისიონმა“ ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ერევანში წარადგინა. პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. კონცერტი ორ საათს გაგრძელდა და სწორედ „ერისიონმა“ დაასრულა აღნიშნული გალაკონცერტით საქართველოს კულტურის დღეები სომხეთის რესპუბლიკაში. კულტურის სამინისტროს პროექტი კი გრძელდება წლის ბოლომდე და ჯამში მსოფლიოს 22 ქვეყანას მოიცავს.
მარიკა შალიკაშვილია დეტალებით ერევნიდან.