საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველ მატჩში დამაჯერებლად გაიმარჯვა. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩვენმა გუნდმა მონტენეგროს უმასპინძლა და 101:74 დაამარცხა. ამ მოგებას კატარისკენ მიმავალ მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო – მან 24 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 22:00 საათიდან ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.