საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. „ევრო 2026“ 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჩვენი გუნდი A ჯგუფში ლატვიას, ხორვატიასა და საფრანგეთს დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი ლატვიასთან 21 იანვარს ჩატარდება. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა. გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება თბილისში გაიარა. 18 იანვარს კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრება.

ოლიმპიურ სასახლეში ეროვნულ გუნდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესტუმრა და წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.