„ევრო 2024“-ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება – მონტენეგროსთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე გერმანიაში გაემგზავრა და ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის ადგილზე მოემზადება. ნაკრებში ამაღლებული განწყობაა. კარგ ფორმაში არიან გუნდის ლიდერები, რომლებიც სრული დატვირთვით ემზადებიან ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატისთვის.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებს შეხვდება. 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
„ევრო 2024“-ის ყველა მატჩს საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.