საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპი დაასრულა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპი დაასრულა. გუნდი დუშეთში სამი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა. 14 მარტიდან ძალოსნები ბათუმში გაემგზავრებიან, სადაც 6 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატი გაიმართება – ქართველი ძალოსნები  მზადების დასკვნით ეტაპს სწორედ ბათუმში ჩაატარებენ.

საქართველოს ნაკრების წევრები ადგილობრივებმა გააცილეს. სპორტსმენებმა დუშეთის ცენტრში საგანგებოდ მათთვის დამზადებულ ბანერზე ავტოგრაფები დატოვეს, ბოლოს კი ჯგუფური სურათი გადაიღეს.