საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდიდან დაბრუნდა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდიდან დაბრუნდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა, 5 ოქრო და 2 ბრინჯაო – ამ მაჩვენებლით საქართველომ მამაკაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ჩვენი ძალოსნებისთვის ისტორიული შედეგია.

განსაკუთრებულ წარმატებას ლაშა ტალახაძემ მიაღწია, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში და მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა – ქართველი გოლიათი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. წარმატებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და სპორტის გულშემატკივრები დახვდნენ.

დატოვე კომენტარი