საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „ევრო 2025“-ის პლეიოფშია. მათი სავარაუდო მეტოქეებიც უკვე ცნობილია. რამაზ სვანაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა.
პლეიოფის წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება, ორმატჩიანი დაპირისპირებები 11 და 19 ნოემბერს შედგება. საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეები ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი და ნორვეგია არიან.