საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები დღეს საფრანგეთში მიემგზავრება
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები დღეს საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მანამდე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბოლო საკონტროლო მატჩი ავჭალის სტადიონზე გამართეს. მათი მეტოქე ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრები იყო. ბრიტანელები თავიდანვე 64-ე წუთამდე 17:3-ის იგებდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ ორი ლელო დადო, ორივე გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ინგლისელებმა ბოლო წუთზე გადამწყვეტი ლელო გაიტანეს და საბოლოოდ, 24:17 გაიმარჯვეს.