საქართველო-უკრაინის მატჩი პირველ არხზე
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს „დინამო არენაზე“, ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდს 0 ქულა აქვს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას უკრაინის ნაკრებთან შეეცდება.
საქართველო-უკრაინის დაპირისპირება, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.