საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ „ბათუმი არენაზე“ გამართა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ გუნდი ოქტომბრის შეხვედრებში დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს და სასურველ შედეგს მიაღწევს. ნაკრებს დღეს ვერ დაეხმარება ლაშა დვალი, რომელიც დისკვალიფიცირებულია. საქართველო-უკრაინის შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.