საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. გამოფენის ფარგლებში, კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

Emotions Are Georgia მისაღებ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. სეულის ოთხდღიან ტურისტულ გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.