ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხვალ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. საქმე 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და მასობრივ გაძევებას უკავშირდება.
სახელმწიფოთაშორისი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 2007-ში შევიდა. საქმე განხილვისთვის ამ ეტაპზე დიდ პალატას აქვს გადაცემული. საჯარო სხდომა ხვალ საფრანგეთის დროით, თორმეტის ნახევარზე გაიმართება.
ქეთი ქარდავა დეტალებთ.