საქართველო პურის ხორბლის უძველესი კერა - კვლევის პრეზენტაცია

საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა – აღნიშნულთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. ნაშრომი და სტატია აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა. ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შეისწავლეს საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე გამოვლენილი არქეო ბოტანიკური მასალა, სადაც რბილ ხორბალთან ერთად, ეგილოფსის თავთავის ღეროს ნაწევრები და მარცვლები იქნა აღმოჩენილი. ამავე კვლევით დადგინდა, რომ აღმოჩენილი მასალა 8 000 წლის წინანდელია, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოსთან ერთად, პურის ხორბლის ქვეყნადაც აქცევს.