პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გრძელდება. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე ოთხი ოლიმპიური მედალია. აქედან ერთი ოქროს მედალი, რომელიც ლაშა ბექაურმა მოიპოვა. დღეს ოლიმპიადაზე ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს, გუშინ, გვიან ღამით კი მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაოს მედალი მიიღო.
ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული მოლოდინი ახლა მომდევნო ორ დღეს უკავშირდება. ხვალ ოქროს მედლის მოსაპოვებლად ოლიმპიურ თამაშებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ჩაერთვება, უკვე 10 აგვისტოს კი საკუთარი რეკორდების გაუმჯობესებასა და მესამედ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე შეეცდება.
ნიკა ბერაძე პარიზიდან.