საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა. „ევრო 2025“-ის პლეი-ოფის პირველი მატჩი საქართველომ 1:0 დაასრულა და ტურნირის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად საჭირო ნაბიჯი გადადგა. მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდმა ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა. საბა მამაცაშვილის დარტყმის და გიზო მამაგეიშვილის აქტიურობის შემდეგ, მარკო სოლდომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 61-ე წუთზე კი გიზო მამაგეიშვილზე უხეშობის გამო შვედმა მთავარმა არბიტრმა მოედნიდან სტუმართან მეკარე, ნიკოლა ჩავლინა გააძევა. საპასუხო შეხვედრას 19- ნოემბერს ხორვატიის ქალაქი რიეკა უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.