საქართველო Imex Frankfurt 2025-ზე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში სამომავლოდ ჩასატარებელ კონფერენციებზე, კონგრესებსა და ფორუმებზე. გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე ცხრა სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს.

Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წარმოდგენილია 3 100 კომპანია და ორგანიზაცია.