ისტორია დაიწერა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. საქართველომ საბერძნეთი 4:2 დაამარცხა. 120-წუთიანი დაძაბული მატჩი პენალტების სერიით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, სპორტსმენებმა და გულშემატკივრებმა გამარჯვება ჯერ „დინამო არენაზე“ იზეიმეს, შემდეგ კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე უკვე წარადგინეს.
დეტალებს სიუჟეტში ნახავთ.