საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად დაემშვიდობა

ისტორიის ახალი ფურცელი, პირველი გამარჯვება, გასვლა ქვეჯგუფიდან და კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის ადგილის დამკვიდრება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ღირსეული გამოსვლა „ევრო-2024“-ზე დასრულებულია.

გერმანიის ქალაქებში ნაკრების შეხვედრებსა და ქომაგების გულშემატკივრობას საქართველოს პირველი არხი პირველი დღიდან აშუქებდა. ჩვენს ეთერში გადაიცემოდა ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი. ამ პერიოდის განმავლობაში მაუწყებელს ყველაზე მაღალი ყურება ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მილიონზე მეტმა, ხოლო „პირველი არხი სპორტზე“ – 197 007-მა მაყურებელმა უყურა.