საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად დაემშვიდობა

პრემიერმა და თბილისის მერმა ეროვნულ ნაკრებსა და ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადეს. ისინი კიოლნში ესწრებოდნენ მატჩს. კობახიძის თქმით, ისტორია დაიწერა, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე გამოჩენისას ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. თბილისის მერმა ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა და გუნდის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად დაემშვიდობა