საქართველოს ნაკრები დანიას შეცვლილი შემადგენლობით შეხვდება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, „ევრო 2020“-ის შესარჩევ ციკლში, 8 სექტემბერს დანიას უმასპინძლებს. „დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისთვის „ჯვაროსნების“ მზადებაზე ილაპარაკა. მასთან ერთად მედიასთან შეხვედრაზე ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილიც იმყოფებოდა.
ვაისმა კომენტარი გააკეთა ყაზახურ მედიაში გავრცელებულ ცნობაზეც, თითქოს, საქართველოს ნაკრებს მალე დატოვებს და საფეხბურთო კლუბ „ასტანას“ ჩაიბარებს. „ევრო2020“-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფში დანიის ნაკრები 8 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველომ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და 3 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებების მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.