საქართველო-დანია პირველ არხზე
საქართველო-დანიის საკალათბურთო მატჩი დღეს გაიმართება. ესაა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩი. მოგების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს. წინა შეხვედრა დანიას საქართველომ 89-71 მოუგო.
შეხვედრა „თბილისი არენაზე“ 20:50 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.