ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი თავის საყვარელ გუნდს პირველად იხილავს – დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები, „ერთა ლიგის“ ფარგლებში, ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
დაპირისპირება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ყოველი მოპოვებული ქულა ქართველ ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურთან დაახლოებს.
მიხეილ მესხის სტადიონზე მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფი და ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ ლევან ღუდუშაურს – ხომ არ დაიწყო გულშემატკივარმა შეკრება.