ორი საათი რჩება საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრამდე. ყველა ბილეთი გაყიდულია, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ, სავსე ტრიბუნების თანხლებით გაიმართება. ქართველი გულშემატკივრის ინტერესი ძალიან დიდია, ეროვნული ნაკრების წარმატებული სერიიდან გამომდინარე ქომაგი კიდევ ერთი გამარჯვების მოლოდინშია. საქართველო სამიდან სამი მოგებით, ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს და ერთა ლიგის პლეიოფში გასვლისთვის იბრძვის. ამ მნიშვნელოვან შეხვედრას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი და როგორია განწყობა – ლევან ღუდუშაური „დინამო არენიდან“.