ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან.
გამოძიება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 700-700-ათასლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.