საქალაქო სასამართლომ "ევროპული საქართველოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ “ევროპული საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ 11:00 საათზე გამოაცხადებს. საქმე ეხება ოპოზიციის მოთხოვნას, ბათილად იქნას ცნობილი ცესკო-ს გადაწყვეტილება – რომლის მიხედვითაც, არჩევნები 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს უნდა გაიმართოს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამუშაო დღეს არჩევნების ჩატარება, პრობლემებს შეუქმნის როგორც ქვეყანაში მცხოვრებ, ასევე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათი თქმით, გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსის მთელ რიგ მუხლებს ეწინააღმდეგება. მოპასუხე მხარე კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მიიღეს.