საპროტესტო აქცია გერმანიაში

გერმანიაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა უკრაინაში იარაღის გაგზავნა გააპროტესტა. დემონსტრანტებმა გააკრიტიკეს ნატო და აღნიშნეს, რომ ალიანსი ძირს უთხრის მშვიდობას და აქეზებს ომს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი რთული მიზეზების გამო დაიწყო, დასავლეთის ქვეყნები კი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევით, დაძაბულობას კიდევ უფრო აძლიერებენ.