საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატების წარდგენის ვადა დასრულებულია. გენერალური პროკურორის თანამდებობის დასაკავებლად 17 აპლიკანტია რეგისტრირებული. მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეა, რომელმაც პოსტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამო დატოვა.
პროკურორობის თითოეული მსურველის მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული. ახლა საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. აპლიკანტებს ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. საბოლოო შერჩევისთვის კი კანდიდატები პარლამენტს გადაეგზავნება.